ბორანოს“ შესაძლოა არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს

09 თებერვალი 2019, 00:00 7257 ნახვა

ბორანოს“  შესაძლოა არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. აჭარული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძი ძირითადად მაღალმთიან სოფლებშია გავრცელებული. ძეგლის სტატუსის  შესაძლო მინიჭების შესახებ ინფორმაციას   აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ადასტურებს.

სააღრიცხვო ბარათი სწორედ სააგენტოს ინიციატივით მომზადდა. ამჟამად “ბორანოს” სტატუსის განხილვა მიმდინარეობს,   კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას  უახლოეს დღეებში მიიღებს. ქართული სამზარეულოს კიდევ ერთ გამორჩეულ კერძს ხაჭაპურს, უკვე მიენიჭა არამატერიალური კულტურული  ძეგლის სტატუსი .

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი