საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა

09 თებერვალი 2019, 00:00 1354 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. წლიური ანგარიში სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს ზაზა თავაძემ  გააცნო. სულ 64 საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება  გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ, მათ შორის  გახმაურებულ საქმეებზე.  ერთ-ერთი   მარიხუანას პირად მოხმარებაზე ყველა ტიპის სანქციის, ასევე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საგადასახადო პრივილეგიების გაუქმებას უკავშირდება.

ყველაზე მეტი  სარჩელი კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობისა და   სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევას ეხებოდა.  ყველაზე ხშირად კი მოპასუხე მხარეს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა წარმოადგენდა. სასამართლოში გასულ წელს 95 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება დარეგისტრირდა. უმეტეს შემთხვევაში სარჩელის ავტორი ფიზიკურ პირი იყო.  ანგარიშის პრეზენტაცია  ბორჯომში გაიმართა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი