შუახევის სოფელ ხაბელაშვილებში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. 30 აღსაზრდელზე გათვლილი ადაპტირებული სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
პროექტისთვის 134 ათას ლარია გამოყოფილი. წელსვე ექსპლოატაციაში შევა სოფელ ბუთურაულის ბაგა-ბაღი. მუნიციპალიტეტში 11 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე