სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუკის“გვერდზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება

09 თებერვალი 2019, 00:00 1383 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუკის“გვერდზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ეკა ბესელიას იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც დეპუტატი აცხადებს, რომ მომზადებული ინიციატივა,რომელმაც იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრი გაანერვიულა, იმას ნიშნავს, რომ მათ მოსამართლეთა უვადო განმწესება უნდა შეაჩერონ.

სერგო მეთოფიშვილის განცხადებით ისინი ცდილობენ სასამართლოზე გავლენების მოპოვებას, ცდილობენ დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა.  მსგავსი ქცევა და ქმედება წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ანუ თავდასხმას საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე, ასევე წარმოადგენს თავდასხმას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე. ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას! შეწყვიტეთ თავდასხმა! შეწყვიტეთ მუქარა!“ - წერს სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი