ეს არის საქართველოს მიმართ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვა - ასე ეხმაურებიან პარლამენტში აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების დამგმობი რეზოლუციის მომზადებას.
რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი ოკუპირებას.