ხულოს საკრებულოში ახალი ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დაფუძნდა. პარტიის წევრებმა შესაბამისი განცხადებით საკრებულოს უკვე მიმართეს. ფრაქციაში 3 წევრი იქნება და მას მერაბ ღორჯომელაძე უხელმძღვანელებს.
„ევროპულ საქართველოს“ ხულოს საკრებულოში ფრაქცია ადრეც ჰქონდა, თუმცა ის 2018 წლის იანვარში დაიშალა.