ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდნენ

07 თებერვალი 2019, 00:00 1825 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 7 თვის განმავლობაში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.

ქართველი სამხედროების მთავარ ამოცანას ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქვედანაყოფი როტაციის წესით  I  ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულმა ჩაანაცვლა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი