14 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

05 თებერვალი 2019, 00:00 6151 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში 14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს. ის დანაშაულს აღიარებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გოგონას მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა.

''სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა'' - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

39 წლის მოქალაქეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი