სუს-ის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელი არ დაკმაყოფილდა

05 თებერვალი 2019, 00:00 1329 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის განმარტებით, სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა. შეგახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ს მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავებოდნენ. ისინი მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვდნენ.

ამავე კატეგორიაში