დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების პროტესტი გრძელდება

05 თებერვალი 2019, 00:00 1779 ნახვა

საქართველოს საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების პროტესტი გრძელდება. მათ საპატრიარქოსთან კარვები აქვთ გაშლილი. დეკანოზის ძმის ინფორმაციით, საპატრიარქოდან ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებია.  გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ სასულიერო პირს, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და უკვე მეორე წელია ზიარებას ითხოვს.

  ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა.  2017 წლის 5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სისხლის სამართლის საქმე კი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი