იანვრის თვეში მომხმარებლებს ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ

04 თებერვალი 2019, 00:00 19808 ნახვა

ბათუმში ბუნებრივი აირის მომხმარებლები იანვარში დარიცხულ გადასახადს აპროტესტებენ - ამბობენ, რომ რეალურად იმაზე ნაკლები მოიხმარეს, ვიდრე გადასახადი დაერიცხათ. მოქალაქეები დეკემბერთან შედარებით 50, 100 და 200-ლარიან სხვაობაზე აქტიურად წერენ ფეისბუქშიც. კომენტარს არ აკეთებენ „სოკარ ჯორჯია გაზში“, აქ ერთადერთი რაც გვითხრეს და გვირჩიეს ცხელ ხაზზე დარეკვაა.

ამბობენ, რომ აბონენტებმა რომლებსაც ეჭვი ეპარებათ გადასახადის რეალურობაში ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ 16 114 და მათ მრიცხველებს ინდივიდუალურად შეამოწმებენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი