დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოსთან კარვები გაშალეს

04 თებერვალი 2019, 00:00 1555 ნახვა

გიორგი მამალაძის ოჯახი წევრებმა საპატრიარქოსთან კარვები გაშალეს. ისინი პატიმრობაში მყოფი დეკანოზის ზიარებას ითხოვენ.

დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მზადყოფნა გამოთქვა, რომ დეკანოზი შობამდე ეზიარებოდა, თუმცა, მისი თქმით, დეკანოზის მოძღვარს საპატრიარქოდან პრობლემებს უქმნიან და საპატიმროში არ უშვებენ.   

დეკანოზის ახლობლების მოთხოვნას უერთდება გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილიც, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის რთულ სულიერი მდგომარეობაზე საუბრობს.

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს დღეს საპატრიარქოდან არავინ გამოხმაურებია.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი