საზღვაო აკადემიიდან გარიცხული სტუდენტი შესაძლოა სასწავლებელში აღადგინონ

30 იანვარი 2019, 00:00 3895 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საზღვაო აკადემიის ყოფილი სტუდენტის საჩივარი. აკაკი კაცაძემ საზღვაო აკადემიის ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც მას სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს, ამას კი წინ ადმინისტრაციის წარმომადგენელსა და სტუდენტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

სასწავლებლის ზემდგომმა უწყებამ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, სამართლებრივ ნაწილში აკადემიას  დაუწუნა სანქციის ფორმა და მიიჩნია რომ, სტატუსის შეწყვეტა არ იყო ადეკვატური გადაწყვეტილება. საკითხს აკადემიის დისციპლინური საბჭო განმეორებით განიხილავს, კომისიის სხდომა სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გაიმართება. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი