ცარიელია მემორიალური დაფები ქედაში - მახუნცეთსა და ზვარეში, დაფების რესტავრაციის მიზნით, ადგილობრივმა მთავრობამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ფოტოები გასულ წელს ჩამოხსნა, თუმცა ისინი უკან ამ დრომდე არ დაუბრუნებია.
ერთ შემთხვევაში მიზეზად ფოტოების რესტავრაცია სახელდება, მეორე შემთხვევაში კი ზამთარი. ქედის მერიამ, მოსახლეობის მოთხოვნით მემორიალური დაფების რესტავრაცია გასულ წელს დაიწყო, შარშან მხოლოდ ერთი ცხმორისში არსებული დაფის რესტავრაციის დასრულება მოახერხა.