განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ფლეშმობი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ბათუმის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
ფლეშმობი უნივერსიტეტის ეზოს მოხატვით დასრულდა.განათლების საერთაშორისო დღის მიზანი ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნაა. განათლების საერთაშორისო დღე 24 იანვარია.