მოსამართლეების შერჩევის წესზე მსჯელობას უმრავლესობა ხვალ განაგრძობს

24 იანვარი 2019, 00:00 1560 ნახვა

თითქმის 5-საათიანი სხდომა გადაწყვეტილების გარეშე - დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის წევრები შეკრიბა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე დაუსვა კითხვები.

ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა მოსამართლეების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით. დღეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ ამ დაპირისპირების შედეგს ეხებოდა - ეკა ბესელია პარტიიდან არ გაურიცხავთ, უფრო მეტიც,  პარტიის წევრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ გარიცხვის საკითხზე მსჯელობა არც კი ყოფილა.

კიდევ ერთი დეტალია საინტერესო ამ სხდომიდან. „ქართული ოცნების“ წევრი, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ შეხვედრის დროს იყო კამათი, თუმცა საბოლოოდ უცნობი დარჩა გუნდის რომელი წევრები კამათობდნენ და რა საკითხზე.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი