დღეიდან 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარში იქნება შესაძლებელი. ახალი წესი ვრცელდება როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებზე. ცვლილება სამოქალაქო კოდექსში 2018 წლის ბოლოს შევიდა და დღეიდან ამოქმედდა, ამასთან ეროვნული ბანკის განმარტებით, დაწესდა გამონაკლისები, კერძოდ ბანკებს 200 ათას ლარამდე სესხების გაცემა, უცხოურ ვალუტაში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე და უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე შეეძლებათ.