ზაზა ოქუაშვილის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე უმაღლესი საბჭო ხვალ იმსჯელებს

23 იანვარი 2019, 00:00 1360 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ზაზა  ოქუაშვილის  სადეპუტატო მანდატის შეჩერების განცხადებაზე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში ხვალ იმსჯელებენ. პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა.

დეპუტატმა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო  სხდომებს არ ესწრებოდა, უფლებამოსილების შეჩერება ითხოვა.  იმისთვის, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრს უფლებამოსილება შეუჩერდეს საჭიროა დეპუტატთა უმრავლესობის ან სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მხარდაჭერა.

დეპუტატის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში უმაღლესი საბჭო შემდგომი პროცედურებისთის უკვე უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართავს და 15 დღის განმავლობაში  ადგილმონაცვლის თანხმობას დაელოდება. ოქუაშვილს  პატრიოტთა ალიანსიდან სიის მომდევნო წევრი მერაბ ბლადაძე ჩაანაცვლებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი