,,არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა“- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის საკითხს.
მამუკა ბახტაძის თქმით, სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, ამიტომ ის კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც მოხდება მოსამართლეების წარდგენა ყველა მხარის ჩართულობით უნდა დადგინდეს.