არასამთავროების სარჩელის განხილვა

04 აგვისტო 2016, 00:00 4294 ნახვა

თითქმის 10 საათს გაგრძელდა საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების, პარლამენტის წევრებისა და სტუდენტების ოთხი გაერთიანებული სარჩელის არსებითი განხილვა. მოსამართლეებმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინეს და სათათბიროდ გავიდნენ, თუმცა, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია. მოსარჩელე მხარე „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც პარლამენტმა ორი თვის წინ დაამტკიცა. კერძოდ, საუბარია კვორუმის 5-დან 6 მოსამართლემდე გაზრდის ნორმაზე, ასევე ორგანული კანონის განხილვის პროცესში 7 მოსამართლის მონაწილეობის აუცილებლობასა და მისი არაკონსტიტუციურად ცნობისთვის მინიმუმ 6 მოსამართლის მხარდაჭერის ნორმებზე. სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა საქმის წარმოებაში მიღებიდან 9 თვე აქვს.

ამავე კატეგორიაში