დღეიდან ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება. პაციენტების სამედიცინო ისტორიების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის პროცესი პირველ ეტაპზე თბილისს, ბათუმსა და ქუთაისს შეეხება. სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით 1 მაისიდან ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული ყველა სტაციონარისთვის, სექტემბრიდან კი ამბულატორიული დაწესებულებები დაემატება. 2020 წლის 1 იანვრიდან კი - ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება სავალდებულო გახდება ყველა სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულებისთვის.