გასულ წელს, 11 თვის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 301 ადამიანი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით ავტოსატრანსპორტო დანაშაულის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით +24.53%არის გაზრდილი.
საერთო ჯამში კი ქვეყნის მასშტაბით 3 112 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წელს ეს ციფრი 2476 იყო, 582-ით ნაკლები. სტატისტიკაში არ მოხვდა 2018 წლის დეკემბრის მონაცემები.
სამართალდამცველებმა ავტოავარიის იმ შემთხვევების მხოლოდ 33.89% გახსნეს, როცა ავარიას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.