აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს

10 იანვარი 2019, 00:00 1468 ნახვა

H1N1  ვირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა განაცხადა. ლუდმილა სკორიკის ინფორმაციით, „საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხი განიხილება.

სავარაუდოდ ამგვარ ზომებს უშიშროების სამსახური და სასაზღვრო სამსახური განახორციელებს. აფხაზეთში შემოსვლა შეზღუდული იქნება“.   დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ „აფხაზეთში ამ ეტაპზე H1N1 ვირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა“.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი