ბსუ-ში გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა

10 იანვარი 2019, 00:00 1340 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი გრიპის ვირუსის გამო ჯერ არ შეწყვეტილა. უმაღლეს სასწავლებელში აცხადებენ, რომ კვირის ბოლომდე დააკვირდებიან დინამიკას და გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ.  რაც შეეხება საზღვაო აკადემიას აქ ამ ეტაპზე საგამოცდო სესიებია.

დედაქალაქში უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი არ განახლებულა.  როგორც იცით გუშინ საქართველოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა კოორდინირებულად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები ბაღებსა და სკოლებში 21 იანვარს განახლდეს. რაც შეეხება კერძო სკოლებსა და ბაღებს, ისინი სწავლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი