როდის დაიწყება გიორგი ბრწყინვალის ქუჩის რეაბილიტაცია?

08 იანვარი 2019, 00:00 2550 ნახვა

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები ყურადღებას ითხოვენ.  ამბობენ, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, თვეებია ამ მონაკვეთში სანიაღვრე არხი და კანალიზაციის მილი გადაკეტილია, წვიმის დროს კი წყალი დგება, ამასთან  ჟონავს საკანალიზაციო ნარჩენი.  

მოქალაქეებმა რამდენიმეჯერ მიმართეს ქალაქის მერს, თუმცა ჯერ-ჯერობით პრობლემა არაა გადაჭრილი. კერძო კომპანიაში კი, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩაზე ახორციელებს სამუშაოებს, აცხადებენ რომ სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დააერთებენ გიორგი ბრწყინვალის ქუჩის სანიაღვრე არხებსა და კანალიზააციის მილს   ახალ სისტემაზე. 

ამავე კატეგორიაში