საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 3200-ით გაიზარდა. აქედან სქესის მიხედვით ქალი ლიდერობს - მილიონ 938 ათას 100 ქალია. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, 2018 წელს მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი 70 წელს გადაცილებულებზე მოდის - 358 ათას 800 ადამიანი;
შემდეგ პოზიციას 0-4 წლამდე ბავშვები იკავებენ - და ასეთი 278 ათას 200 ბავშვია; ხოლო ყველაზე ნაკლები საქართველოს მოსახლეობაში 65 დან- 69 ასაკამდე ადამიანია -, სულ 187 ათას 500 ადამიანი.