სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარა.
მანამდე კი საშობაო ლიტურგიის წინ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.
საშობაო ლიტურგიას პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და პარლამენტის დეპუტატებიც დაესწრნენ.