140-ზე  მეტი პაციენტი  გრიპის ვირუსით  სტაციონარში

05 იანვარი 2019, 00:00 4105 ნახვა

სავარაუდო გრიპის ვირუსით  ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში 140-ზე მეტი პაციენტი    მკურნალობს. მათ შორის რამდენიმე ბავშვი და ორსული.  17 მოქალაქიდან   რეანიმაციული განყოფილება  ნაწილმა უკვე დატოვა. აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით მონაცემები პერიოდულად იცლება და კლების ტენდენცია შეინიშნება. ამ ეტაპზე ეპიდემიის საშიშროებას გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ ინციდენტობის მაჩვენებელი  დადგენილ ზღვარს არ აღწევს.  

მედიკოსები ვირუსული ინფექციების  შემცირებას მომდევნო კვირიდან  ელიან. საქართველოს მასშტაბით  H1N1 გრიპის ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 4 აჭარაში. სწორედ ამიტომ  ბათუმში პირველადი ჯანდაცვის  ცენტრები  არასამუშაო დღეებშიც მუშაობენ. პოლიკლინიკები შაბათ-კვირას 10 დან 14 საათამდეა ღია. მედიკოსების რეკომენდაციით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა  დროულად   უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი