ბათუმში გუშინ ძლიერი ქარის დროს, სახურავის გადმოვარდნის შედეგად დაშავებული კაცი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ის მედცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
დაშავებული ბათუმის მერიის სერვის - ცენტრის მენეჯერი იყო. ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მეორე დაშავებული.