2018 წლის პოლიტიკა

30 დეკემბერი 2018, 00:00 1549 ნახვა

წლის ბოლოს,  ისევე, როგორც სხვა პროფესიის ადამიანები, განვლილ 12 თვეს ვაჯამებთ ჟურნალისტებიც. ოღონდაც, ერთი განსხვავებით,  ჩვენს კალენდარზე ძირითადად ის თარიღებია მონიშნული, რომელიც რაიმე განსაკუთრებულ ამბავს უკავშირდება, იქნება ეს პოლიტიკაში, ეკონომიკაში, სამართალში თუ სხვა. ჩვენივე დღის წესრიგიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვიწყებთ პოლიტიკით - ის რომ ქართულ პოლიტიკაში ტემპერატურა წლის მეორე ნახევარში, ანუ საპრეზიდენტო არცევნებისთვის აიწევდა, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ივარაუდეს და არცთუ უსაფუძვლოდ.  არჩევნების პირველი და მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოს სინამდვილეშიც კი, ყველა დროის, ყველაზე დაძაბულ, ამავე დროს აგრესიულ პერიოდად სახელდება ქვეყნის პოლიტიკაში.

აგრესია და პროტესტი მთელი წლის განმავლობაში სდევდა საქართველოს ყოველდღიურობას. 2017 წელს დაწყებული და დასრულებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, 2018 წელს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე, ქვეყანა მმართველობის  ახალ მოდელზე გადავიდა. მთელი წლის განმავლობაში იმართებოდა საპროტესტო აქციები. მას შემდეგ, რაც  შვილმოკლულმა მამამ, ზაზა სარალიძემ სამართალი, პროკურატურისა და სასამართლოს კედლებში ვერ იპოვა,  მის პოვნას, ქუჩის აქციებით შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. სამართალს აქციებით ეძებდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც. ისევ დიდი ხმაური იყო სასამართლო სისტემაში, თუმცა იქ არსებული ვითარება, მხოლოდ იურისტების განსჯის საგანი არ ყოფილა. დავემშვიდობეთ ძველს და გვყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, სამოქალაქო სექტორიდან, ისევ პოლიტიკაში დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი. 

ამავე კატეგორიაში