პოლიტიკურის გარდა, 2018 წელი ბევრი სხვა მოვლენით დაგვამახსოვრდება- სამოქალაქო პროტესტი, ისტორიული განაშენიანების შეცვლილი ბათუმის საზღვრები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მცდელობა დაიბრუნოს ჩამორთმეული ტერიტორიები, კანონიერი ქურდობის ბრალდებით დაკავებული 10 პირი და მათ ლიდერად დასახელებული ლავასოღლისთვის დაუსწრებლად წაყენებული ბრალი.
დაისვა ხმაურიანი კითხვებიც, მათ შორის- რატომ ფიქრობს მოსამართლე ირაკლი შავაძე, რომ მის უვადოდ გამწესებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ შეუშალა, რა შენდება უკანონოდ და რატომ, ქალაქის რომელ ნაწილს წაართვეს რეკრეაციული ზონის სტატუსი - ვაგრძელებთ, 2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების შეჯამებას.