ბათუმი-ქობულეთის გზაზე დილით სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შშს ინფორმაციით ორ შემთხვევაში არავინ, მესამე ავარიის შედეგად კი ერთი მოქალაქე დაშავდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება 276 -ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.