ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატებმა 2018 წლის საქმიანობა შეაჯამეს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციასთან მთელი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ და საზოგადოების მაღალი ნდობა მოიპოვეს.
დაჯილდოებულთა შორის იყო საჯარო, კერძო სექტორი, მედია. ყველაზე კომუნიკაბელურ უწყებად აღსრულების ეროვნული ბიურო დასახელდა, ღია საჯარო უწყებად თბილისის მერია, საუკეთესო თანამშრომლობისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატი დასაჩუქრდა. დაჯილდოებულთა შორის მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების წამყვანი გიორგი აბაზაძე, რომელმაც თავისუფალი სიტყვის დამცველის ჯილდო მიიღო.