საახალწლო ღონისძიებები ბათუმის ბულვარში 

25 დეკემბერი 2018, 00:00 2022 ნახვა

 დისნეის ზღაპრული სამყარო 29-30 დეკემბერს ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში გაცოცხლდება.  კოლონადების მიმდებარედ საახალწლო ბაზრობა მოეწყობა. სპეციალურად გაფორმებული ჯადოსნური თაღის გავლით თქვენ მოხვდებით სასაჩუქრე ყუთებით, ფოტოსტენდებით, ლოლიპოპებით, გირლიანდებით და სხვა ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში. აქვე მოეწყობა ზღაპრულად გაფორმებული საშობაო ქოხები, სადაც წარმოდგენილი იქნება ულამაზესი ხელნაკეთი ნივთები.

პატარების გამხიარულებას მთელი დღის განმავლობაში ანიმატორები, გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები უზრუნველყოფენ. საახალწლო განწყობის შექმნაზე კი ასევე დრამერების თეატრალურ-მუსიკალური მარში იზრუნებს. საახალწლო ბაზრობის კულმინაცია კი პოპულარული იტალიელი მომღერლის, ინგირიდის გრანდიოზული კონცერტი იქნება, რომელიც 29 დეკემბერს 20:00 საათზე დაიწყება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში