აჭარის ონკოლოგიური ცენტრის სამმა მედიკოსმა სპეციალიზებული ტრენინგ-კურსი სილეზიაში, მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიურ ცენტრში გაიარეს. ისინი პოლონეთში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მედიკოსებს დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა, განიხილეს ვიზიტის დეტალები. პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.