საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ჟურნალისტი გიორგი მგელაძე ნანა ბიგანიშვილმა შეცვალა, საბჭოს სრულმა შემადგენლობამ მხარი სტუდია “მონიტორის” გამომძიებელ ჟურნალისტს დაუჭირა. კენჭისყრაში ქარტიის 85 წევრი მონაწილეობდა.
დღესვე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შემადგენლობას თბილისის კვოტით ნანა ბიგანიშვილი შეემატა, ხოლო რეგიონების მიმართულებით საბჭოს წევრები ჟურნალისტები კამილა მამედოვა და ირმა ზოიძე გახდნენ.