''მარიხუანას'' ლეგალიზება, ''ციანიდის'' საქმე და ე.წ. ''ფარული მოსმენების'' შესახებ კანონი - საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წელი

22 დეკემბერი 2018, 00:00 2249 ნახვა

13 გადაწყვეტილება, მათ შორის  მარიხუანას  მოხმარების ლეგალიზება,   განაჩენი ციანიდის  საქმეზე და ეწ. ფარული მოსმენების შესახებ კანონის ხმაურიანი განხილვა-საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლომ  2018  წლის   მუშაობა  შეაჯამა.  

„შევძელით  გავმკლავებოდით იმ გამოწვევებს, რომლებიც  საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე  იდგა“-  განაცხადა  ზაზა  თავაძემ  საკონსტიტუციო სასამართლოში, წინასაახლწლოდ გამართულ   საზეიმო მიღებაზე.  მიმართვისას  მან  ამ  ინსტიტუციის მნიშვნელობაზე,  დასავლურ ღირებულებებსა  და  ევროპულ სასამართლოებს შორის  ღირსეული  ადგილის დამკვიდრებაზე ისაუბრა.  წარმატებულ  თანამშრომლებს კი  ზაზა თავაძემ  სიგელები  და საჩუქრები გადასცა.  საზეიმო მიღებას  საკონსტიტუციო სასამართლოში რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების,   დიპლომატიური  კორპუსის, არასამათვრობო სექტორისა და   მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.     

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი