15 ნოემბერს, ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' ეთერში არჩევნების დღეს გადაღებული ვიდეო გაუშვეს, სადაც ჩანს რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრები, თავად ხაზავენ ბიულეტენებს და მოგვიანებით აგდებენ საარჩევნო ყუთში.
ტელეკომპანიის ჟურნალისტის თქმით, კანონდმებლობის დარღვევის ფაქტები უბანზე უწყვეტად ჩართულმა კამერამ დააფიქსირა.
ერთი კვირის შემდეგაც უცნობი რჩება კანონდარღვევის ფაქტზე აღიძრა თუ არა საქმე. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სამი დღეა ცდილობს მიიღოს ინფორმაცია. შს სამინისტროს პრესამსახურში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ელოდებიან პასუხს.
გავრცელებულ ვიდეოკადრებზე კომენტარი ორი დღის წინ "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა კახი კალაძემაც გააკეთა, მან თქვა რომ საქმეს აუცილებლად გამოიძიებს შესაბამისი ორგანოები, თუმცა იქვე განმარტა, რომ რუსთავი2 ტყუის, როცა ამ კანონდარღვევის ფაქტებს აწერს მმართველ გუნდს.
შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს პარლამენტში მივა. სავარაუდოდ, საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიას კითხვებს ოპოზიცია დაუსვამს.