ამ ფონზე, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, საქართველოში, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 56 ლარითა 40 თეთრით გაიზარდა და ათას ას ოცდახუთი ლარი და 50 თეთრი შეადგინა - ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია.
რას ეყრდნობა სამსახური მის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში და რომელ სფეროებს შეეხო ხელფასების ზრდა, ამასთან რამდენად განსხვავებულია ანაზღაურება კერძო და სახელმწიფო სექტორში?