ლეოგრანდის საქმეზე მხარეებს შორის შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს

17 დეკემბერი 2018, 00:00 1802 ნახვა

სასტუმრო ლეოგრანდის საქმეზე დაკავებულებთან შესაძლოა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, ამ მიზეზით დღეს ბრალდებულების ადვოკატებმა პროცესის გადადება მოითხოვეს.  სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდებულებს ჩვენება უნდა მიეცათ.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა შუამდგომლობა იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ ბრალდებულებს დასკვნით სიტყვაშიც შეუძლიათ ჩვენების მიცემა. პროკურორმა დაადასტურა, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ნამდვილად მიმდინარეობს მუშაობა და საბოლოო პასუხი მომდევნო პროცესზე 20 დეკემბერს გახდება ცნობილი.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი