პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობისა და ძალადობის მუხლით დაიწყო გამოძიება ველისციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. როგორც შსს-ში განაცხადეს გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
მინისტრის განცხადებით, ყველა პროვოკაციული ქმედება სამართლებრივად იქნება გაანალიზებული.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის გამართვას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
აქციაზე დაშავებული პოლიციელების ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა გამოკვლევების და შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ისინი გაწერეს.