არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სამზადისი გრძელდება. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას სომხეთის პრეზიდენტი და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარეები დაესწრებიან.
16 დეკემბერს თბილისში სალომე ზურაბიშვილი მოილოცავს წმინდა ილია მართლის საფლავს და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. ინაუგურაციის ცერემონიალი თელავში 15 საათზე დაიწყება.