საია მზადაა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების ინტერესები საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცვას

12 დეკემბერი 2018, 00:00 1657 ნახვა

საია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებით ინიცირებულ რეგულაციას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაითვლებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად და მათზე აღარ გავრცელდება ის შრომითი გარანტიები, რომლებიც გათვალისწინებულია პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის.  

საია მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება  კონსტიტუციას,  საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და არ შეესაბამება „საჯარო სამსახურის შესახებ“  კანონით განმტკიცებულ პრინციპებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პროცესი შესაძლოა წარმოადგენდეს პირდაპირ და მიზანმიმართულ ქმედებას იმისაკენ, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების შემდეგ, მოხდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება და უკონკურსოდ, ახალი კადრებით დაკომპლექტება.

საია გამოთქვამს მზადყოფნას, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების ინტერესები დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოში.

ამავე კატეგორიაში