პროდუქტის რეალიზაციის წესების დარღვევის გამო არავინ ისჯება

11 დეკემბერი 2018, 00:00 1859 ნახვა

სეზონიდან გამომდინარე ამჯერად გარემოვაჭრეების დახლებზე მოხვედრილი ქაფშიაა ყურადღების ცენტრში. დაუცველია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და ტემპერატურული რეჟიმი. გარემოვაჭრეების პროდუქტის შემოწმება არ ევალება სურსათის უვნებლობის ეროვნულ სამსახურს.

ვაჭრობის კონტროლი ევალება, თუმცა პროდუქტის შემოწმება არ ეხება ასევე ბათუმის მერიას. ცნობისთვის, ბათუმის მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა გარევაჭრობით გამოწვეული პრობლემების გადაჭრა.

აღმოჩნდა, რომ მერიის მიერ გამოწერილ საჯარიმო ოქმებს საქალაქო სასამართლო ხშირად არ აღიარებს. მიზეზად კი სიცივესა და წვიმაში, შეუსაბამო პირობებში, სოციალური მდგომარეობით გამოწვეულ გარემოებებს ასახელებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი