საქართველოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ დღეს საქართველოს მთავრობა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის მთავარ მიმართულებებს წარადგენს.
ღონისძიებაზე სიმბოლურად დააჯილდოვებენ მაღალი მთის მცხოვრებლებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ მთიანი რეგიონების განვითარებაში. ასევე, გაიმართება მთაში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.