ტატუნაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოში

07 დეკემბერი 2018, 00:00 1080 ნახვა

„არჩილ ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ” - ცენტრ „ემპათიის“ ეს სარჩელი  სტრასბურგის სასამართლომ მიიღო – ამის შესახებ პირველ არხს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განუცხადა.

„ემპათიამ“ სარჩელი 2018 წლის 22 აგვისტოს გააგზავნა.  ამასთან, სტრასბურგში გაგზავნილია ცენტრის მიერ მომზადებული 87-გვერდიანი დასკვნა, სადაც წერია, რომ 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში წამებით მოკლეს. სტრასბურგის სასამართლოში შესულია სახელმწიფოთაშორისი სარჩელიც, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის საქმესაც მოიცავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი