ბათილი ბიულეტენების გაორმაგებული რაოდენობა

07 დეკემბერი 2018, 00:00 2027 ნახვა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, დაახლოებით 30 ათასით მეტი ბიულეტენი გაბათილდა, ვიდრე პრეზიდენტის არჩევნებისას 2013 წელს.

გაბათილებულია 59 772 ბიულეტენი, რაც შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მათ შორისაა ბიულეტენის მექანიკური დაზიანება, ან განზრახ - ამომრჩევლის ამ ფორმით გამოხატული ნება.

უნდა აღინიშნოს, რომ 28 ნოემბერს დაახლოებით 300 ათასით მეტმა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე 5 წლის წინ, რაც ასევე შესაძლოა ასახულიყო გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობაზე.

რას ფიქრობენ და რას უკავშირებენ ფაქტს სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებში?

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი