ვინ იბრძოლებს საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის - კანდიდატები "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს დაასახელა. პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ, ბათუმის ოფისის წინ შედგა. შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. პრეზენტაციაზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ვიდეოჩანაწერიც აჩვენეს.