ქობულეთში მოკლული პოლიციელის საქმეს სასამართლო განიხილავს

06 დეკემბერი 2018, 00:00 4021 ნახვა

ქობულეთში მოკლული პოლიციელის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის ბუტა ანთაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.

ივნისში, პოლიციის განყოფილების უფროსს ზურგის არეში, სავარაუდოდ, დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. იგი სამართალდამცავებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.  

ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში მუხლით მიმდნარეობს, რომელიც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.  სამართალდამცავებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი იმავე დღეს დააკავეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი