რეგიონის მმართველი ამბობს, რომ აჭარაში მშენებლობა შეფერხებულია, განმარტავს მიზეზებსაც. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ქალაქის გენერალური გეგმის არარსებობა, აჭარაში ბიზნესს აფერხებს. კიდევ ერთ არგუმენტად შესაბამისი ორგანოების მიერ გადაწყვეტილების გაჭინაურებულ ვადებში მიღებას და მორატორიუმებს ასახელებს. მშენებლობის შეფერხების სხვა მიზეზებზე საუბრობენ ბათუმის მერიაში.
მესამე სექტორში კი ამბობენ, რომ რეგიონის პირველი პირის დღევანდელი განცხადება, წაახალისებს ქაოსურ მშენებლობებს. რეგიონის პირველმა პირმა დღეს ბიზნესის თავისუფლებაზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ ვერავინ ჩაყოფს ხელს ბიზნესმენის ჯიბეში. უფრო კონკრეტულად, თუ რა იგულისხმა და ვინ თორნიკე რიჟვაძემ უცნობია, რადგან მას დეტალები დღეს არ დაუკონკრეტებია.